Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ალქაჯების შემქმნელები გააკრიტიკეს – WARNER BROS.-მა ბოდიში მოიხადა

128

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა რობერტ ზემეკისის ახალი ფილმი ალქაჯები გააკრიტიკეს. კომედიური ჰორორის მთავარ გმირებს, ალქაჯებს, ხელებზე სამი თითი აქვთ, შშმ პირების ნაწილის აზრით პერსონაჟების ასეთი დეფექტი შეურაცხყმყოფელია ადამიანებისთვის, რომელთაც კიდურების დეფექტები აქვთ.

ერთ-ერთმა პირველმა პროტესტი პარაოლიმპიელმა სპორტსმენმა, მოცურავემ, ემი მარენმა გამოთქვა.

“Warner Bros., დაფიქრებულხართ იმაზე თუ რა გავლენას მოახდენს ფილმი განსხვავებული კიდურების მქონე ადამიანების საზოგადოებაზე?”. – წერს სოციალურ ქსელში მოცურავე.

ათასობით ნეგატიურ პოსტ სოციალურ ქსელში კინოსტუდია Warner Bros. ბოდიშით გამოეხმაურა.

“დიზაინერებთან და მხატვრებთან ერთად ჩვენ ვეცადეთ კატის თათი და ადამიანის ხელი შეგვერწყა. ჩვენი მიზანი არ იყო ფანტასტიკურ, არაადამიანურ არსებებში ადამიანებს საკუთარი თავი ამოეცნოთ. სტუდია ღრმად დამწუხრებულია და ბოდიშს იხდის ამ გაუგებრობისთვის”. – წერია სტუდიის ოფიციალურ განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი