მნიშვნელოვანისიახლეები
“მოვუწოდებთ დამსაქმებელს, თანამშრომლები სახლიდან ამუშავეთ”
ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლები სახლიდან ამუშაონ.
ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
“ჩვენ უკვე მოვუწოდეთ ჩვენს საჯარო სექტორს, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმში და მოვუწოდეთ კომერციულ სექტორსაც, ყველა ჩვენს დამსაქმებელს და კიდევ გვინდა, მოვუწოდოთ ყველა დამსაქმებელს, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ და ჩვენი თანამშრომლები ვამუშავოთ სახლიდან”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 ნოემბერს, კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.