Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 49 მილიონს გადააჭარბა

74

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 49 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან, საერთო ჯამში, 49 016 480 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 1 239 375 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 34 979 953 პირი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 12.7 მილიონს აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობის 48 მილიონიდან 49 მილიონამდე გაზრდას მხოლოდ 2 დღე დასჭირდა.

კოვიდინფიცირებულების რაოდენობით აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი ლიდერობენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი