Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

58

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ რამდენიმე საათში დააკავეს, -ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჰაშიმ ტაჩიმ პრეზიდენტის პოსტი გუშინ დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰააგის სპეციალურმა სასამართლომ მისთვის ომის დანაშაულის გამო ბრალის წაყენების გადაწყვეტილება დაადასტურა.

კოსოვოს საკითხებზე მომუშავე საგანგებო პროკურატურამ, ჰაშიმ ტაჩის ბრალი სავარაუდო ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის, მათ შორის 100-მდე მკვლელობის შემთხვევის გამო ივნისში წარუდგინა. ჰაშიმ ტაჩი ბრალდებებს უარყოფს.

ტაჩი პრეზიდენტის პოსტს 2016 წლიდან იკავებდა. მანამდე ის პრემიერ-მინისტრი იყო. როგორც „ევრონიუსი“ წერს ის ერთ-ერთი პარტიზანი ლიდერი იყო 1990-იან წლებში სერბეთისგან კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი