Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს – ჰანს კლუგე 

20101108 - GENK, BELGIUM : Hans Kluge (Acting Director, Division of Health Systems and Public Health, WHO-Europe) pictured at the Regions for health network conference, on the first of the two-days event, Monday 08 November 2010, in C-Mine in Genk. BELGA PHOTO YORICK JANSENS
75

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, ჰანს კლუგე აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს.

„სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს იმისთვის, რომ კოვიდ 19-ის დაკარგული თაობის წარმოქმნა ავიცილოთ თავიდან,“- განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისი თქმით, ევროპაში ახლა კოვიდ-19-ის აფეთქებაა და რეგიონს მძიმე დრო ელის.

„ჩვენ ვხედავთ, რომ აფეთქებაა, იმ გაგებით, რომ რეგიონში შემთხვევების 1 მილიონით გაზრდას მხოლოდ რამდენიმე დღე სჭირდება. გულწრფელები უნდა ვიყოთ, ცოტა რთული დრო გვექნება,“- განაცხადა კლუგემ.

მან პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„პირბადეების გამოყენებითა და სოციალური შეკრებების მკაცრად გაკონტროლებით ევროპის რეგიონში თებერვლამდე 266 000 სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ,“ – განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი