მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

9 ნოემბრიდან, გურჯაანში საბავშვო ბაღები აღარ იმუშავებენ

9 ნოემბრიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები აღარ იმუშავებენ.

გადაწყვეტილება, ბაღების პესონალის კორონავირუსით ინფიცირების ზრდის გამო მიიღეს.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ლელა თევდორაშვილის ინფორმაციით, ბაღები, ჯერჯერობით, დაუდგენელი ვადით იკეტება.

“ინფიცირებული პერსონალის რაოდენობა იზრდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ყველა ბაღის მუშაობა, იმისათვის, რომ კიდევ მეტი ზრდა ავიცილოთ. რამდენი ხნით იქნება დაკეტილი, ჯერ არ ვიცით. მხოლოდ ერთი ბაღი გააგრძელებს მუშაობას, სადაც დასაქმებული მშობლების შვილები ივლიან”, – განაცხადა თევდორაშვილმა რადიო ჰერეთთან.

გურჯაანის საბავშვო ბაღებმა მუშაობა 5 ოქტომბრიდან განაახლა.

დღევანდელი მდგომარეობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 192 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button