მსოფლიოსიახლეები

საფრანგეთში კორონავირუსის 60 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 60 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, – შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, საფრანგეთში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.7 მილიონამდე გაიზარდა.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 828 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 40 000-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, ერთი კვირაა საფრანგეთში საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. შეზღუდვების ფარგლებში მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი სამსახურში, აუცილებელი პროდუქციის შესაძენად, სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, ან დღეში 1 საათის განმავლობაში სავარჯიშოდ მიდიან. ქვეყანაში დახურულია რესტორნები და ბარები, თუმცა სკოლები და ბაგა-ბაღები ღიაა. გარდა ამისა, საფრანგეთში ღამის 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. ახალი შეზღუდვები ძალაში, სავარაუდოდ, 1-ელ დეკემბრამდე დარჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button