მოზაიკასიახლეები

ჯონი დეპმა პროექტი ფანტასტიკური ცხოველები დატოვა

მსახიობმა ჯონი დეპმა Warner Bros.-ის მოთხოვნით პროექტი ფანტასტიკური ცხოველები დატოვა.

“მინდა გაცნობოთ რომ კინოსტუდია Warner Bros.-მა ფანტასტიკურ ცხოველებში გრინდელვალდის როლზე უარის თქმა მთხოვა, მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას და მოთხოვნას ვუკმაყოფილებ”. – წერს სოციალურ ქსელში მსახიობი.

გასულ კვირას ლონდონის უმაღლესმა სასამართლომ დეპს საჩივარი არ დაუკმაყოფილა, რომელმაც ბრიტანული გამოცემა The Sun დეზინფორმაციაში დაადანაშაულა.

The Sun-ის სტატიაში გამოცემამ დეპს Wife Beater (ცოლის მცემელი) უწოდა. 2019 წლის დასაწყისში მსახიობმა გამოცემის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა, რომელშიც პროფესიული და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია – $50 000 000 მოითხოვა.

დეპის სასამართლო პროცესის დეტალების გასაგებათ ეწვიეთ ამ ბმულს.

მსგავსი პოსტები

Back to top button