Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

წინასწარი მონაცემებით, ამერიკის 46-ე პრეზიდენტი 74 წლის ჯო ბაიდენი გახდა

7 ნოემბრის მდგომარეობით, მან საარჩევნო კოლეგიის 290 დელეგატის ხმა მოაგროვა და ამერიკის არჩეული პრეზიდენტი გახდა. თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს 2021 წლის 20 იანვარს.

235
ჯო ბაიდენმა პირველი პოსტი შედეგების გამოცხადების შემდეგ გამოაქვცეყნა.“მე ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, მომეცით თუ არა მე ხმა.”, რომელსაც ვიდეოც დაურთო სიმღერაზე America the Beautiful.
“ამერიკის ხმის” მონაცემებით, რომელიც როიტერს და ასოშიეთიდ პრესს ეყრდნობა, ჯო ბაიდენს, საარჩევნო კოლეგიის 273 ხმა აქვს, დონალდ ტრამპმს კი 214, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაიდენმა გამარჯვებისთვის საჭირო ხმები მოაგროვა.საძიებო სისტემა Google-ს მონაცემებით, ბაიდენმა ხმების 50.6 % (74 857 880 ხმა) მოიპოვა, დონალდ ტრამპს კი 47.7 % (70 598 535 ხმა)
ჯო ბაიდენი, ამ წუთის მონაცემებით გამარჯვებულად გამოაცხადეს შემდეგმა მედია საშუალებებმა: Reuters; AP; BBC; VOX, FOX;

ფოქ ნიუსის მონაცემებით, ჯო ბაიდენმა 290 ხმა მოაგროვა, დონალდ ტრამპს კი 214 ხმა აქვს.

ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგებს ზოგიერთ შტატში გაასაჩივრებენ. პრეზიდენტი ტრსმპი დამარცხების აღიარებას არ აპირებს და ორშაბათიდან იურისტების მობილიზებას გეგმავს.

მოქალაქეები უკვე იკრიბებიან ვაშინგტონსა და ნიუ-ორკში, “შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია” პლაზაზე, რათა მედიის მიერ, ბაიდენის გამარჯვებულად გამოცხადება იზეიმონ.

 

ჯოზეფ რობინეტ „ჯო“ ბაიდენი უმცროსი (ინგლ.Joseph Robinette „Joe” Biden, Jr; დაიბადა 20 ნოემბერს, 1942 წელს, სკრეტონი, პენსილვანიის შტატი,აშშ) —ამერიკელი პოლიტიკოსი, დემოკრატიული პარტიის წევრი, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი,რომელმაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხა.

2009–2017 წლებში იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი (ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს). 1973–2009 წლებში — აშშ-ის სენატორი დელავერიდან.

იგი იზრდებოდა ნიუ-კასლის ოლქში (დელავერი). სწავლობდა დელავერის უნივერსიტეტში, სადაც 1965 წელს ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, 1968 წელს სირაკუზის უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო. 1970 წელს აირჩიეს ნიუ-კასლის ოლქის საბჭოს წევრად.

1972 წელს გახდა ამერიკის სენატის წევრი დელავერის შტატიდან და მეექვსე ყველაზე ახალგაზრდა სენატორი ამერიკის ისტორიაში. დიდი ხნის განმავლობაში იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, შემდეგ კი მისი თავმჯდომარე.

1991 წელს სპარსეთის ყურის ომის წინააღმდეგ გამოვიდა,თუმცა მხარს უჭერდა აღმოსავლეთ ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატოს) გაფართოებას და მის ჩარევას იუგოსლავიის ომებში 1990-იან წლებში.

2002 წელს მხარი დაუჭირა რეზოლუციას ერაყთან ომის დაწყების შესახებ,მაგრამ არ დაეთანხმა 2007 წელს აქ ამერიკის ჯარის რიცხოვნობის გაზრდას. 1987–1995წლებში ხელმძღვანელობდა ამერიკის სენატის იურიდიულ კომიტეტს, რომელიც დაკავებული იყო ნარკოპოლიტიკის, კრიმინალის აღმოფხვრისა და სამოქალაქო თავისუფლების საკითხებით;

ბაიდენი მეთაურობდა ძალადობრივი დანაშაულის კონტროლისა და სამართალდაცვის და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონის მიღებას; ზედამხედველობას უწევდა ამერიკის უზენაესი სასამართლოში მოსამართლეების თანამდებობაზე დამტკიცების საკითხთან დაკავშირებით გამართულ 6 მოსმენას, მათ შორის 2 ყველაზე საკამათოს.

ორჯერ (1988 და 2008 წლებში) უშედეგოდ წამოაყენა კანდიდატურა, რათა გამხდარიყო ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან; პირველად ნილ კინოკი გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი,მეორე ჯერზე- ბარაკ ობამა.

ჯო ბაიდენი ექვსჯერ აირჩიეს დელავერის სენატორად. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვების შემდეგ, ბაიდენი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. იქამდე (2009 წლამდე) იგი მეოთხე ყველაზე ხნიერი სენატორი იყო. ობამა და ბაიდენი 2012 წელს ხელახლა აირჩიეს.

2009 წელს, ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ზედამხედველობდა ინფრასტრუქტურის ხარჯებს, რათა წინააღმდეგობა გაეწია დიდი რეცესიისათვის.

რესპუბლიკელებთან მისი მოლაპარაკების შედეგად, 2010 წელს მოხერხდა გადასახადების ფასდაკლების კანონის მიღება, რომელმაც ქვეყანა საგადასახადო ჩიხიდან გამოიყვანა;

2011 წელს მიიღეს საბიუჯეტო კონტროლის კანონი, რომელმაც მაქსიმალური სავალო ზღვრის კრიზისი გადაჭრა, 2012 წელს ძალაში შევიდა ამერიკელ გადასახადის გადამხდელთა საშეღავათო კანონი, რომელიც მიმართული იყო მოახლოებული ე. წ.„ფისკალური კლდის“ წინააღმდეგ.

ბაიდენი ხელმძღვანელობდა აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას,მხარს უჭერდა ლიბიაში სამხედრო ინტერვენციას,

ერაყიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის გზით დახმარება გაუწია ერაყის მიმართ ამერიკის პოლიტიკის ფორმულირებას. 2012 წელს სენდი-ჰუკის დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ ხელმძღვანელობდა იარაღით ძალადობის შემსწავლელ სპეცკომისიას.

2017 წელს ობამამ დააჯილდოვა თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით.

დაჯილდოებულია საქართველოს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2009 წლის ვიზიტის დროს)

2019 წლის აპრილში ბაიდენმა გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში (კამპანია 25 აპრილს დაიწყო).

2020 წლის ივნისში, არჩევნებში მონაწილეობისათვის საჭირო დემოკრატიული პარტიის დელეგატთა მხარდაჭერის ბარიერს მიაღწია.

11 აგვისტოს კალიფორნიის სენატორი კამალა ჰარისი თავისი საპრეზიდენტო მარათონის მეწყვილედ (ანუ მომავალ ვიცე-პრეზიდენტად) გამოაცხადა.

7 ნოემბრის მდგომარეობით, მან საარჩევნო კოლეგიის 290 დელეგატის ხმა მოაგროვა და ამერიკის არჩეული პრეზიდენტი გახდა. თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს 2021 წლის 20 იანვარს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი