მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

“22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას რეაგირება მოჰყვება”

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ საპროტესტო აქციია 22:00 საათის შემდეგ გაგრძელდება, მას “შესაბამისი რეაგირება” ექნება.

“მე მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ. აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 22:00-ის შემდეგ კი მოქმედებს კანონი ყველასთვის, როგორც ჩემთვის, ისე თქვენთვის თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის. სხვა შემთხვევაში რეაგირება მოჰყვება ყველაფერს, რაც იქნება ყველაფერს რეაგირება მოჰყვება”. – აცხადებს კალაძე.

დღეს, 9 ნოემბერს, ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები 18:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავენ.

9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button