მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
თელავში, კორონავირუსით, ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/09/არქიმედეს-კლინიკა-ლაგოდეხში.jpg)
თელავში, კორონავირუსით, ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა. 86 წლის პაციენტი, თელავის ცენტრალურ სავადმყოფოში, 1 ნოემბერს შეიყვანეს. მას მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა.
სავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის ინფორმაციით, ხანდაზმულს covid -19- თან ერთად, სხვა თანხმელები დაავადებებიც ჰქონდა.
“მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. ექიმებმა ბევრი ეცადეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, რადგან მდგომარეობას თანმხლები დაავადებები ართულებდა”, – განაცხდა საჩიშვილმა რადიო ჰერეთთან.
კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტის გარდაცვალება, ლაგოდეხში, არქიმედეს კლინიკაში დაფიქსირდა.
თელავის ცენტრალურ სავადმყოფოში გარდაცვლილი მამაკაცი, კახეთში, კოვიდ- 19- ით გარდაცვლილი, მეშვიდე პაციენტია.