Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ვლადიმერ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა

ვლადიმირ ზელენსკი
66

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში, „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა.

„არ არსებობენ მსოფლიოში იღბლიანები, ვისთვისაც “კოვიდ-19” საფრთხეს არ წარმოადგენს. მიუხედავად ყველა საკარანტინე ღონისძიებებისა, მეც მივიღე დადებითი შედეგი. ტემპერატურა 37.5 მაქვს, ყველას ვუსურვებ 36.6-ს! თავს კარგად ვგრძნობ. პირობას ვდებ, რომ ვიქნები იზოლირებული და განვაგრძობ მუშაობას. უმეტესობამ დაძლია “კოვიდ -19” და მეც გადავიტან. ყველაფერი კარგად იქნება“ , – წერს ვლადიმერ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი