Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ერევანში პრემიერის რეზიდენცია გაძარცვეს

ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი
108

ერევანში პრემიერის რეზიდენცია გაძარცვეს – ამის შესახებ ინფორმაციას, თავად პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს.

”მათ პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან მოიპარეს კომპიუტერი, საათი, სუნამო, მართვის მოწმობა და სხვა ნივთები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, “სამშობლოსთვის”, – თქვა მან.

მანამდე პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, დაეკავებინათ მომიტინგეები, რომლებიც ძალადობრივად შეიჭრნენ სამთავრობო შენობებში და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს.

არეულობა სომხეთში პრემიერის განცხადებას მოყვა, რომელიც მთიან ყარაბაღში ომის დასრულებასა და შეთანხმების გაფორმებას ეხებოდა.

შეთანხმების შესახებ, სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი