თელავში ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა არჩევნების შემაჯამებელ ოქმს
“გაყალბებული არჩევნების გაყალბებულ ოქმს ხელს არ მოვაწერ. თქვენ იგივე ქართული ოცნების წევრები ხართ, გაყალბებაში მონაწილეობდით, გეხმარებოდნენ სამართალდამცავები, ამიტომ ამ ოქმს ხელს არ მოვაწერ”- ასე მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, კომისის წევრმა, გიორგი შანყულაშვილმა.
სხდომაზე, მე-17-ე საოლქო საარჩევნო კომისია, შემაჯამებელ ოქმს განიხილავდა, რომლის მიხედვითაც, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები დაამტკიცეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრთან ერთად, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა,პროტესტის ნიშნად, ევროპული საქართველოს წარმომადგენელმაც დატოვა.
ლია მამაგულაშვილის განმარტებით, ოქმები ხელით არის გადასწორებული.ოქმებში იმდენი შესწორებებია, შეუძლებელია არჩევნების შედეგებზე გავლება არ მოეხდინა. ყველაფერი ხელით ჩაასწორეს და დღეს ამ სიყალბეს ამტკიცებენ განაცხადა მამაგულაშვილმა.
შემაჯამებელ ოქმს არ დაეთანხმა, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელიც, რომელმაც შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა, თუმცა განსხვავებული აზრი დააფიქსირა.
კომისიის ოპოზიციონერი წევრების პოზიცია გაიზიარა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. მისი განმარტებით, ოქმები ყველა წესის დაცვით შედგა.
არ ვეთანხმები ამ პროტესტს. ოქმები ყველა წესის დაცვით არის შედგენილი და ვიცავთ ყველა პროცედურას- განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა.
თელავში საოლქო კომისიის ტერიტორიას პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი იცავდა.
შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა ოლქში პროპორციული და მჟორიტარული სისტემით, “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა.
ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ძალა ერთობაშია, ოქმის თანახმად, მეორე ადგილზეა.
საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის პერიმეტრზე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ახმეტა- თელავი – ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტარული წესით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
21 ნოემბერს დანიშნულ არჩევნებში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, გიორგი ბოტკოველი, მონაწილეობას არ მიიღებს