Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კელი დეგნანთან ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება

კელი დეგნანი
86

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება.

შეხვედრას ესწრებიან საფრანგეთისა და ევროკავშირის ელჩებიც.

შეხვედრაზე შესვლამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა დეტალებზე არ ისაუბრეს. ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებიან: გრიგოლ ვაშაძე (“ნაციონალური მოძრაობა”), დავით ბაქრაძე (“ევროპული საქართველო”), გიორგი ვაშაძე (“სტრატეგია აღმაშენებელი”), ბადრი ჯაფარიძე (“ლელო”), ზურა ჯაფარიძე (“გირჩი”), ირმა ინაშვილი (“პატრიოტთა ალიანსი”), ალეკო ელისაშვილი (“მოქალაქეები”) და შალვა ნათელაშვილი (“ლეიბორისტული პარტია”) – ყველა იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც 1%-იანი ზღვარი გადალახა. შეხვედრაზე მივიდა პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, “ქართული ოცნების” ლიდერი არჩილ თალაკვაძეც.

ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არჩევნების შემდეგ გამართული პირველი შეხვედრაა.

ამ შეხვედრას წინ უსწრებდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომელიც ამბობდა უცხოელი პარტნიორების შუამავლობით დაგეგმილი შეხვედრა, ჩაიშალა.

31 ოქტომბრიდან დღემდე ოპოზიცია ქუჩის აქციებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ისინი არ იზიარებენ იმ შედეგებს, რომელიც ამ მოცემულობით მათ აქვთ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი