მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

“ქართულ ოცნებას” ოპოზიციასთან დიალოგის იმედი აქვს

მმართველი გუნდს ოპოზიციასთან დიალოგის პროცესში პოზიციების დაახლოების იმედი აქვს. ქართული ოცნების” წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ცესკო მზადაა გადათვალოს ყველა საეჭვო უბანი, ხოლო “ქართული ოცნება” მზადაა პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლებიც ჩართოს.

” გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური გარემო. არის კითხვები რომელიმე უბანზე საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით? კი ბატონო, ცესკო ისედაც ითვლის ამ უბნებს და მზად არის, რომ სხვებიც გადაითვალოს. ჩვენ ღია ვართ იმისთვის, რომ ჩავრთომ.თ საერთაშორისო დამკვირვებლები და ერთად გადავითვალოთ ეს უბნები, სადაც ასეთი დარღვევები შეიძლება არსებობდეს.ვფიქრობ, კონსტრუქციული მიდგომა თუ შენარჩუნდება, შევძლებთ პოზიციების დაახლოებას და ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით. უბრალოდ, არჩევნების საკითხი უნდა იყოს არჩევნების საკითხი და ამაზე სხვა საკითხების მიბმა მიზანშეწონილი არ არის,” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძე

მსგავსი პოსტები

Back to top button