მნიშვნელოვანისაქართველო

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურის გამართვის თარიღი.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თქვა, მეორე ტური ჩატარდება 2020 წლის 21 ნოემბერს. 17 საარჩევნო ოლქში. გარდა ამისა, მეორე ტურში გაირკვევა ქუთაისის მერის ვინაობა.
ცესკო-ს გადაწყვეტილებით, მეორე ტურის ჩასატარებლად 8 612 000 ლარი გამოიყოფა.
13 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ცესკო-მ ოპოზიციური პარტიების არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა – ვინც, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახა ან ვერ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ზღვარი – ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადეს.
პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. ოპოზიცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და თამარ ჟვანიას ადანაშაულებენ არჩევნების გაყალბებაში.
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე პირველი დიალოგი 12 ნოემბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.
ოპოზიცია 14 ნოემბერს აქციისთვის ემზადება.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button