კრიმინალიკრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს
მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორმა, სიცოცხლე სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა.
იგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს.
უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი.
ინფორმაციას მედიასთან მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ადასტურებენ.
როგორც რადიო თბილისს შინაგან საქმეთა სამინისტოროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.