მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

პომპეოს შეხვედრების პარალელურად აქციები მიმდინარეობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური შეხვედრების პარალელურად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს .ოპოზიციის წარმომომადგენლები მდუმარე აქციაზე შეიკრიბნენ, რათა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თავიანთი პროტესტის შესახებ შეატყობინონ.

გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, გენერალი დევი ჭანკოტაძე, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა, ამბობს, რომ აქცია მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი ხალხის ხმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაიგოს.

„წლების განმავლობაში აშშ დგას ჩვენთან ერთად, დიდ დახმარებას გვიწევს ჩვენ გვინდა მივაწვდინოთ ხმა მთელ საერთაშორისო ორგანიზაციას , რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს რადგან ხმები არის მიტაცებული ,ამიტომაც ვართ დღეს აქ შეკრებილნი, ეს არის მდუმარე აქცია, მაგრამ იქნება ხმამაღალი აქციებიც,მაინც მივაღწევთ მიზანს “ – ამბობს გენერალი, დევი ჭანკოტაძე.

რუსთაველის გამზირზე ოპერის შენობიდან თსუ-ის პირველ კორპუსამდე შეკრულია ცოცხალი ჯაჭვი. შეკრებილებს ხელში უჭირავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმები წარწერით “გაყალბებულია”.
მშვიდობის ხიდიდან გადმოფენილ ბანერზე კი გაკეთებულია წარწერა “არჩევნები რუსმა ოლიგარქმა გააყალბა”.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან 17 ნოემბერს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ასევე პრემიერ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს.

ამ დროისთვის მაიკ პომპეო, კათოლიკოს-პატრიარქს ხვდება, დაგეგმილია შეხვედრა ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button