მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

მაიკ პომპეო მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.  შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დახურულ კარს მიღმა იმართება და პროტოკოლით 35 წუთია გათვალისწინებული.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ. თუმცა, უკვე ცნობილია საკითხები, რაზეც მაიკ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრებს. კერძოდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესზე, სასამართლო სისტემის რეფორმაზე და იმაზე, თუ რამდენად არის დაცული ქვეყანაში ადამიანის უფლებები.

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ 17 ნოემბერს  ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ასევე,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ორდღიანია და ის დღეს 18 ნოემბერს დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button