მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდას ელოდებიან

კახეთის რეგიონში, ეპიდემიოლოგები კონტაქტების რაოდენობაზე დაყრდნობით, უახლოეს დღეებში შემთხვევების მკვეთრ ზრდას ელოდებიან.

18 ნოემბერს გამოვლენილ კორონა ვირუსის ახალ 99 შემთხვევას, 305 ახლო კონტაქტი გამოუვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეგიონში თვითიზოლაციაში უკვე 2149 მოქალაქე იმყოფება.

სექტემბრიდან დღემდე რეგისტრირებული კოვიდ 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები, ასე ნაწილდება:

ახმეტა -97,

გურჯაანი -445,

დედოფლისწყარო -165,
თელავი – 594,

ლაგოდეხი -195,

საგარეჯო – 188,

სიღნაღი – 124,

ყვარელი -187.

აქტიური მკურნალობის რეჟიმში იმყოფება 1 589 ინფიცირებული

კახეთში, კორონა ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ  1997 -ს მიაღწია.

რეგიონის მასშტაბით  392 მოქალაქე გამოჯანმრთელდა,  16 პირი კი გარდაიცვალა

მსგავსი პოსტები

Back to top button