მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

ოპოზიციის ბოიკოტი საარჩევნო ბიულეტენში არ აისახა

არჩევნების მეორე ტურში, კანდიდატურის მოხსნის მექანიზმი არ არსებობს. ოპოზიციის კანდიდატი ბიულეტენში მაინც წერია – ამის შესახებ, რადიო ჰერეთს მე- 17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა.
რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, ბიულეტენები უკვე დაბეჭდილია.

„ოპოზიციის კანდიდატი ბიულეტენში, ჩვეულებრივად წერია. კანდიდატურის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ პირველ ტურში, არჩევნებამდე 11 დღით ადრე“ – აცხადებს გაიპარაშვილი.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურისთვის საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებიდან, საკუთარი წევრები, ცენტრალიზებული წესით, ცესკოსთვის მიმართვის საფუძველზე გაიწვია.
საარჩევნო ბლოკს ” ძალა ერთობაშია” თელავის 54 და სხვა მუნიციპალიტეტების საარჩევნო კომისიებში, წარმომადგენელი აღარ ეყოლებათ.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, საკუთარი წარმომადგენელი, საოლქო საარჩევნო კომისიიდან არ გაუწვევიათ ევროპულ საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსს. ირმა ინაშვილის პარტიამ კომისიის წევრები არ გაიწვია, არც საუბნო საარჩევნო კომისიებიდან.

საარჩევნო კოდექსში გაწერილი პროცედურების მიუხედავად, მეორე ტურში გასული ოპოზიციის კანდიდატები, არჩევნებში მონაწილეობას მაინც არ იღებენ.

საჯარო განცხადება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, გიორგი ბოტკოველმა, დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა. მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.

ცალკე განმარტებებს, საარჩევნო კოდექსზე, ბოტკოველი აღარ აკეთებს. ცოტა ხნის წინ, მან საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელშიც დააფიქსირა.
“არ მაქვს უფლება ჩავერთო იმ ფარსში, რომელსაც ხელისუფლება II ტურს უწოდებს! მჯერა, ჩემი ამომრჩეველი, გაიზიარებს ჩემს გადაწყვეტილებას და ბოიკოტს გამოუცხადებს 21 ნოემბრის ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს” – წერს ბოტკოველი.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ბოტკოველმა ამომრჩეველთა ხმების, 40, 43%, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, “ქართული ოცნებიდან”, ირაკლი ქადაგიშვილმა, 47, 26% მიიღო.

ბოტკოველმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი, მეორე დღესვე განაცხადა, ხოლო ირაკლი ქადაგიშვილმა რადიო ჰერეთთან განაცხადა, რომ კონკურენტის გარეშე, არჩევნებში მონაწილეობა მას დისკომფორტს არ უქმნის.

კახეთში მეორე ტური მხოლოდ მეათე საარჩევნო ოლქში ტარდება,  სადაც 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ბოტკოველმა ამომრჩეველთა ხმების, 40, 43%, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, “ქართული ოცნებიდან”, ირაკლი ქადაგიშვილმა, 47, 26% მიიღო.

საპარლამენტო არჩვენების მეორე ტური საქართველოში 21 ნომებრეს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button