ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

რეგულაციების გამკაცრება კომპანიებს დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს

მას შემდეგ , რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გართულდა და ქვეყანაში რეგულაციები შემოიღეს, კახეთში მომსახურების სფეროს ბიზნესი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. კომპანიებში აცხადებენ , რომ თანამშრომლების შემცირება უწევთ. ზოგიერთი მათგანი კი დაიხურა კიდეც.

კორონავირუსის პირველი ტალღის დროს დაწესებულმა ” ლოქდაუნმა” მომსახურების სფეროში ჩართულ ადამიანებს, მძიმე დარტყმა მიაყენა.

პრობლემების წინაშე აღმოჩნდა რუსუდან ფირანიშვილიც ,რომელსაც ორ ათეულ წელზე მეტია, თელავში სალონი აქვს.

„ეპიდემიის პირველი ტალღის შემდეგ, როგორღაც ავმუშავდით. უსაფრთხოების თვალსაზრისით, იმდენი რეგულაციის დაცვა გვიწევს, ორი თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნა მაინც მოგვიწია. შემოსავალი ფაქტობრივად გაგვინახევრდა. რაც უფრო იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, უფრო გვაკლდება მომსვლელი. ფასს ვერ ვზრდით, ჩვენი ხარჯი, კი, მომატებულია. ჩაკეტვა არ არის გამოსავალი, საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩებით, რაღაც სხვა გეგმაა ჩამოსაყალიბებელი “- განაცხადა ფირანიშვილმა რადიო ჰერეთთან.

შემოსავლების კლებასა და ბიზნესის დახურვის საფრთხეზე საუბრობს რადიო ჰერეთთან, სალონის მფლობელი, ანა კბილაშვილიც.

“თითქოს ავმუშავდით, მაგრამ პრობლემები მაინც გვაქვს. არ მოდის ხალხი და ვინც მოდის, ძლივს იხდის საფასურს. რეგულაციების დაცვაც კი თანხებს ითხოვს ჩვენგან, მომსახურებისთვის საჭირო მასალების გაზრდილ ღირებულებაზე რომ აღარაფერი ვთქვა. ჩვენ რომ ვკოტრდებით, ბიუჯეტიც ხომ ზარალდება, რადგან გადასახადებს ვეღარ ვიხდით“ – ამბობს კბილაშვილმა.

პრემიერ- მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭო, ჯერჯერობით, მკაცრ შეზღუდვებს არ აწესებს. თუმცა კახეთში შიში აქვთ , რომ შეზღუდვების გამოცხადებას, მთავრობა არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გეგმავს. რეგულაციების გამკაცრებასთან ერთად კი კომპანიების დიდი ნაწილი კახეთში, სავარაუდოდ დაიხურება.

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button