შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია – მძევლები თავისუფალი
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/11/თავდამსხმელი2.jpg)
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ-ბი-სი-ის შენობიდან 9-ვე მძევალი თავისუფალია.
მათი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.პოლიციამ რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შედეგად ყველა მძევლის უსაფრთხოდ გათავისუფლება შეძლო.შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია.
“ღონისძიება წარმატებით დასრულდა, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების და ასევე სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გააჟღერა კიდეც მედიასაშუალებით,” – განაცხადა ვაჟა სირაძემ, თბილისის პოლიციის უფროსმა.
“საბედნიეროდ, ყველაფერი დასრულდა. ყველა მძევალი თავისუფალი, ჯანმრთელი და უვნებელია. “ემბისი”-ს სახელით, დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის”- წერს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფეისბუქგვერდი.
წაიკითხეთ ასევე:
ხელისუფლებას მოვუწოდებ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები – წერს ნათელაშვილი