Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ზუგდიდში მანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს , რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

57

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

უწყებაში რადიო თბილისთან აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო , რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, მას დილით სახლთან , მანქანა დაზიანებული დახვდა.მისი თქმით, ავტომანქანის წინა მხარე მთლიანად ჩამსხვრეულია.

დღეს  საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი