Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ყარაჯალის 22- ე უბანზე არჩევნები დარღვევებით ტარდება

ამომრჩეველს მარკირებას არ უტარებენ . არ მიმდინარეობს კონტროლი, შედის თუ არა, საარჩევნო უბანზე იგივე ამომრჩეველი.

216

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, 22- ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს მარკირებას არ უტარებენ.რადიო ჰერეთის ინფორმაციით, არ მიმდინარეობს კონტროლი, შედის თუ არა, საარჩევნო უბანზე იგივე ამომრჩეველი.უბანზე არ იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დამკვირვებლები.

22- ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დარღვევის ფაქტი უარყო.

“ყველაფერს კანონის დაცვით ვაკეთებთ, ამდენი დრო არ მაქვს, ყველას ავუხსნა რა უნდა აკეთოს “- განაცხადა აზარ კაზიმოვმა.

ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა, გივი ნატროშვილმა დარღვევა აღიარა და განაცხადა, რომ ის გამოსწორდება.

“ასეთი დარღვევა გამოსწორებადია, ჩვენ ჩავერევით “- განაცხადა ნატროშვილმა

ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში, სულ 38 უბანია

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება.

თუმცა, ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც. და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი