მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ზუგდიდში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობაა

12:00 საათის მონაცემებით,ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში 12 830-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც 10,67%-ია, – განუცხადა ჟურნალისტებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

მირანდა მესხის თქმით, ეს მონაცემი პირველ ტურში, იგივე პერიოდისთვის დაფიქსირებულ აქტივობაზე ნაკლებია. 31 ოქტომბერს, 12:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 16,58%-მა გააკეთა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ახალი საჩივარი არ დაწერილა, კვლავ ერთი საჩივარი ფიქსირდება ამ დროისთვის.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორ კოვიდ უბანზე სულ რეგისტრირებულია 436 ამომრჩეველი.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება.

თუმცა, ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც. და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button