Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ქართული ოცნების” აქტივისტები კახეთში ამომრჩევლებს ითვლიან

საარჩევნო უბნებთან დგანან, მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც.

119

თელავში, საარჩევნო უბნებთან ქართული ოცნების აქტივისტები, სპეციალურ სიებში, არჩევნებზე მიმსვლელ მოქალქეებს აღრიცხავენ.
აქტივისტები უბნებთან გაჩერებულ ავტომანქანებში სხედან და მედიასთან კონტაქტი არ სურთ.

რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, ანალოგიური ვითარებაა, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო უბნებთან.

საარჩევნო უბნებთან დგანან, მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც.
სამოქალაქო პლატფორმა 20/ 20- ის წარმომადგენელი, სულხან ბორძიკაშვილი ასეთ აღრიცხვას, ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობად აფასებს.

“ეს შესაძლოა, კანონით აკრძალული არ არის, მაგრამ ამორჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა მაინც არის. მავნე ტრადიციასავით ჩამოყალიბდა და ყველა არჩევნებზე ამას ვაწყდებით. რაც შეეხება, საჯარო მოხელეების უბნებზე ყოფნას, 25 მეტრიან რადიუსს თუ არ არღვევენ, კანო დარღვევა არ არის, მაგრამ ზოგიერთი ამომრჩევლისათვის, ეს მაინც ზეწოლად აღიქმება. დღევანდელ უკონკურენტო არჩევნებს თუ გავითვალისწინებთ, ცოტა უცნაურიფ “-განაცხადა ბორძიკაშვილმა, რადიო ჰერეთთან.

ამომრჩევლის აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან, ყველა არჩევნებზე აპროტესტებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

მოქალაქის ნების გავლენის მცდელობად აფასებენ ასეთ ფაქტებს, საერთშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც.

არჩევნების მეორე ტური, ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის 154 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს.
არჩევნებში, მხოლოდ ერთი, “ქართული ოცნების” კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი მონაწილეობს

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი