მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში ამომრჩევლები პასიურობენ

ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში ამ დროის მონაცენებით, ამომრჩევლის აქტივობა მაღალი არ არის.

ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დარბაიძე, რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ პირველ ტურთან შდდარებით, მაღალი აქტივობა მოსალოდნელი არ იყო.

“პირველ ტურში საერთოდ, მეტი ამომრჩეველი მოდის. მეორე ტურისა და შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მაღალი აქტივობა არც იყო მოსალოდნელი. ჩვენს ოლქში, 39. 064 ამომრჩეველია, პროცესში მონაწილეობა უკვე მიიღო 4.249 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით, 15%- ია. ამ დროისთვის საჩივრები არ დაფიქსირებულა ” – განაცხადა დარბაიძემ

ამომრჩევლის უფრო დაბალი აქტივობაა თელავსა და ყვარელში, სადაც საარჩევნო უბნებთან ჯერჯერობით, მხოლოდ ამომრჩეველთა რაოდენობის 9% გამოცხადდა.

შედარებით მეტი, ამომრჩეველთა 14 % – ის აქტივობა ფიქსირდება ყვარლის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე.

არჩევნების მეორე ტურის ჩატარებულად გამოცხადებისათვის საარჩევნო კოდექსი ზღვარს არ აწესებს.
მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებზე მისული მოქალაქეების ხმათა უმრავლესობას მიიღებს

არჩევნების მეორე ტური, გაერთიანებულ ოლქში, სულ 154 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს

მსგავსი პოსტები

Back to top button