მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ბიძინა ივანიშვილი გაძლიერებული დაცვით მივიდა უბანზე

ექს-პრემიერი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მეორე ტურზე ოჯახის წევრებთან ერთად, გაძლიერებული დაცვის თანხლებით გამოჩნდა.

საარჩევნო უბანს კი ივანიშვილის გამოჩენამდე ხელმეორედ ჩაურტარეს დეზინფექცია.

ხმის მიცემამდე ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისთვის კაბინა გაწმინდეს.ივანიშვილის პირადმა დაცვამ საარჩევნო კაბინებს დეზინფექცია ჩაუტარა.

ივანიშვილის თქმით, საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველო მრავალპარტიულ პარლამენტს მიიღებს. საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ მედიისთვის მიცემულ კომენტარში მან განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია გადაჭარბებულად და ამბიციურად აფიქსირებს თავის პოზიციებს:

„მე კიდევ ერთჯერ მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავულოცო იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს 31 ოტომბერს და დღესაც. ამ რთულ პერიოდში, მოგეხსენებათ, კოვიდი ბობოქრობს, და მაქსიმალური მობილიზაცია გამოიჩინა, გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ, კიდევ ერთჯერ მინდა მადლობა გადავუხადო“, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.

ივანიშვილის საარჩევნო უბანზე მისვლას წინ უსწრებდა მცირე ინციდენტი და ხმაური. მას საარჩევნო უბანზე დილიდან ელოდებოდა ირინა ცააძე, ე.წ “კორტების სპეცოპერაციის” დროს დაკავებული გიორგი ცააძის და. ის მისი ძმის გათავისუფლებას ითხოვს. ცააძე აცხადებს, რომ მისი ძმა ივანიშვილის პირადი ტყვეა.

მოუსმინეთ ხმებს უბნიდან

 

მსგავსი პოსტები

Back to top button