Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მეოე ტურის შედეგები ვერ ასახავს ამომრჩევლის განწყობას –მალხაზ ჯალაღონია

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიმდინარე არჩევნებს აფასებს

82

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მეოე ტურის შედეგები ვერ ასახავს ამომრჩევლის განწყობას.

“მეორე ტურში მონაწილეობის მიღება ნიშნავს პირველი ტურის შედეგების აღარებას.
გარდა ამისა, მეორე ტურში მიღებას აზრი არ აქვს იმის გამო, რომ არის იგივე საარჩევნო ადმინისტრაცია, და მეორე ტურში მონაწილოების მიღება ნიშნავს ჩვენი ამომრჩევლების უფლებების დარღვევას, არჩვენების წინ გვეუბნებოდნენ ჩვენი ამომრჩევლები, რომ ისინი აღარ მივიდოდნენ არჩევნებზე, თუ ჩვენ ვერ დავიცავდით მათ ხმებს, აქედან გამომდინარე ველოდები, რომ ჩვენი ამომრჩეველი დღეს პრაქტიკულად არჩევნებზე აღარ მივა.

არჩევნების დღევანდელი შედეგები ვარ ასახავს ხალხში რეალურ განწყობას, დილით ბატონმა ივანიშვილმა ბრძანა, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ, ოპოზიცის კანდიდატები ჩუმად მოვუწოდებთ ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. არ ველოდები, რომ შედეგები 100 % -0% ზე , იქნება 43%- 57%, რომ შექმნან ისეთი ილუზია თითქოს დღევანდელი არჩევნები იყო დემოკრატიული” – განაცხადა მალხაზ ჯალაღონიამ.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება.

თუმცა, ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც. და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი