მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

კახეთში ოთხი კოვიდ უბანია

ახმეტა – თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, ოთხი კოვიდ უბანია შექმნილი.
ეგრეთწოდებულ სპეციალურ უბნებზე რეგისტრირებული ამორჩეველი, ხმას გადასატანი ყუთის საშუალებით, უსაფრთხოების წესების დაცვით აძლევს.

ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გოჩა სარჯველაძის განმარტებით, ყვარლის კოვიდ უბანზე, 8 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

ასეთი უბნები შეიქმნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ კივიდინფიცირებულებმა და იზოლაციაში მყოფმა პირებმა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოახერხონ- განაცხადა სარჯველაძემ რადიო ჰერეთთან.

ყველაზე მეტი, 70 ამომრჩეველია რეგისტრირებული თელავის საარჩევნო ოლქში, საიდანაც 2 საარჩევნო ყუთი, უკვე გადაეცა საოლქო საარჩევნო კომისიას.
52 ამომრჩეველი მისცემს ხმას, სპეციალურ უბანზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ხოლო ერთი ახმეტის კოვიდ უბანზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სპეც უბნებს, შესაბამისად ეკიპირებული, საარჩევნო კომისიის ფუნქციების მქონე სპეციალური ჯგუფი ემსახურება.

გადასატან ყუთს, შესაძლოა, თან მედიისა და სარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებიც გაჰყვნენ

მსგავსი პოსტები

Back to top button