მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

უჩვეულო სიმშვიდე თელავის აზერბაიჯანულენოვან საარჩევნო უბანზე

31 ოქტომბრისგან განსხვავებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლის სიმრავლე არ არის.
სამ საარჩევნო უბანზე, რომლებიც სოფლის ცენტრალურ ქუჩაზეა განთავსებული, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

უბნებში არ არიან წევრები ოპოზიციური პარტიებიდან და დამოუკიდებელი დამკვირვებლები.
საარჩევნო უბნებთან ” ქართული ოცნების” რამდენიმე აგიტატორი მოძრაობს და 38- ე საარჩევნო უბანთან ახლოს, მმართველი პარტიის ორი დროშა ფრიალებს.

ყარაჯალაში არ შეინიშნებიან სამართალდამცავებიც.

თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რეზო გაიპარაშვილის განმარტებით, ოლქში ყველგან სიმშვიდეა და არც ყარაჯალაა  გამონაკლისი .

“ამ დრომდე, ყველგან სიმშვიდეა. არანაირი ექსცესები და დაპირისპირება არ არის. მათ შორის ყარაჯალაშიც  25 მეტრიან რადიუსში იკრძალება აგიტაცია, იმის იქით კომისია ვერ გააკონტროლებს. საშუალო აქტივობაა ყველგან და ასევეა ყარაჯალაშიც “- განაცხადა გაიპარაშვილმა რადიო ჰერეთთან.

31 ოქტომბრის არჩევნებზე, თელავის ოლქში, ყარაჯალაში ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაკადი და სამართალდამცავების მრვალრიცხოვანი ეკიპაჟები იმყოფებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებდნენ ვიდეო ჩანაწერებს, საარჩევნო უბნებიდან, სადაც ჩანდა, ამომრჩევლის ნების ფარულობის დარღვევისა და ბიულეტენების კაბინებიდან გამოტანის შემთხვევები.
საარჩევნო უბანთან იდგა სამარშუტო ავტომანქანა, საიდანაც საკვებსა დ ტკბილეულს ტვირთავდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა, არჩევნების პირველ ტურზე ყარაჯალაში მიმდინარე პროცესში, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიაბებულ ოლქში მიმდინარეობს, სადაც ” ქართული ოცნების” კაბდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კონკურენტი არ ჰყავს.
მისი მთავარი კონკურენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გიორგი ბოტკოველი, მეორე ტურში არ მონაწილეობს.

ხუთი საათის მონაცემებით, კახეთში ამომრჩევლის 21 %- იანი აქტივობა დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button