Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა

რეგიონის ყველა საარჩევნო უბანი 20 საათზე დაიხურა და ხმების დათვლა დაიწყო

154

ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში საარჩევნო უბნები 20 საათზე დაიხურა.

საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესმა.მშვიდ გარემოში ჩაიარა.

“საარჩევნო პროცესი დასრულდა. დამხმარე ოლქებიდან მონაცემები შემოვა და გვეცოდინება, ხმები როგორ გადანაწილდა. არჩევნებს არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდებოდნენ. კომისიებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ იყვნენ. ამომრჩევლის აქტიურობამ, საშუალოდ, 31% შეადგინა. რამდენი ხმა მიიღეს კანდიდატებმა, ჯერ ვერ გეტყვით, უბნებს ახლა ითვლიან” – განაცხადა გაიპარაშვილმა რადიო ჰერეთთან.

არჩევნების მეორე ტურში, ახმეტა- თელავი- ყვარელი- ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, ” ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი კონკურენტის გარეშე დარჩა.

მისი მთავარი ოპონენტი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, გიორგი ბოტკოველი მეორე ტურში არ მონაწილეობდა.

საარჩევნო კოდექსი, მეორე ტურში, კანდიდატურის მოხსნას არ ითვალისწინებს. მიუხედავად, მონაწილეობაზე უარის თქმის, ბოტკოველი საარჩევნო ბიულეტენში მაინც ეწერა.

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ქადაგიშვილმა ამომრჩეველთა ხმების, 47,43%, ხოლო ბოტკოველმა 40, 26% მიიღო

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი