ეკონომიკამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

MBC-ზე თავმდამსხმელს 14 წლიანი პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ლ.ზ.-ს, რომელიც 20 ნოემბერს, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციია „ემ-ბი-სის” ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა, ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ზ.-მ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა.

თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

„ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ეს დანაშაული ცხრიდან თოთხმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ზურაბაშვილი, რომელიც პარასკევს საფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

ბალისტიკური ექსპერტიზის მიხედვით, ლევან ზურაბაშვილი არ იყო შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით, შესაბამისად მას ეს მუხლი მოეხსნა.

უფლებადამცველი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის დემონსტრირებას აუცილებლად აპირებს, როდესაც ლევან ზურაბაშვილი იზოლატორიდან გამოვა.

“ექსპერტიზის შედეგები ჩვენთვის არ იყო ახალი, ბატონ ლევანს არ ჰქონია არც ხელყუმბარა და არც ცეცხლსასროლი იარაღი. შესაბამისად ველოდებით, რომ ბრალის ფორმულირებიდან ამორიცხული იქნება ცეცხლსასროლი იარაღის-შეძენა-შენახვა-ტარება,”- აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ დაკავებულმა ყველაფერი გააზრებულად გააკეთა და მისი მიზანი არა პირადი გამორჩენა, არამედ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის შეცვლა იყო.

“ლევანის ფსიქოემოციური მდგომარეობა ბუნებრივია იყო მძიმე, ამიტომ ჩვენ ვითხოვეთ, რომ გუშინ მას გამოეყენებინა დუმილის უფლება და არ მიგვეღო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა, თუმცა, მისი სურვილია, რომ მან ყველანაირ მოქმედებაში მონაწილეობა მიიღოს. ის ამბობს, რომ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ეს პრობლემები გადაიჭრას და აღმოიფხვრას, ის მზად არის, რომ სიცოცხლეც კი გასწიროს და მან ეს ყველაფერი გააზრებულად გააკეთა,”- აცხადებს ადვოკატი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მიკრო ბიზნეს კაპიტალში” შეჭრილი თავმდამსხმელი, სოციალურ მოთხოვნებს უყენებდა საქართველოს ხელისუფლებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button