Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა

93

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ზე თავდასხმაში ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

წერეთლის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი 20 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე დააკავეს.

ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი