მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე.
მადლობა ყველას – მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია.
გამორჩეული მადლობა გიორგი გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა.
იმედი მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას“, – წერს ნათია მეზვრიშვილი.

მეზვრიშვილმა 2002-2006წწ. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრის ხარისხი); 2006-2008წწ. კი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა (მაგისტრის ხარისხი); 2016-2017წწ. – ცინცინატის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, აშშ, ოჰაიო (მაგისტრის ხარისხი LLM).

2006-2007წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლო, სტაჟიორი; 2007-2009წწ. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა, პროკურორი; 2009 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურა, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი;

2009-2010წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურა, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი;

2010-2012წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურა, შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;

2012-2013წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურა, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი;

2013 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურა, იურიდიული სამმართველოს უფროსი; 2010-2015წწ. მიწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;

2012 წლიდან მიწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2014 წლიდან ასისტენტ-პროფესორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში; 2013 წლიდან საქართველოს მთავარი პროკურატურა, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

2017-2019წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი;

2019 წლის 2 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი.

მსგავსი პოსტები

Back to top button