კრიმინალიმსოფლიო

კალიფორნიაში ბაპტისტურ ეკლესიაში ორი ადამიანი მოკლეს

კალიფორნიაში, ბაპტისტურ ეკლესიაში თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
ინციდენტი ქალაქ სან-ხოსეში მოხდა.

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ მოხდა დანით თავდასხმა. რამდენიმე ადამიანი დაჭრილია. ზოგიერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“, – ნათქვამია სან-ხოსეს პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button