Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბარსელონაში ბარები და რესტორნები იხსნება

რეგიონში თეატრები, კინოთეატრები, სამუსიკო დარბაზები და სპორტული დაწესებულებებიც იხსნება

65

ბარსელონაში კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული ბარები და რესტორნები იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, რეგიონში თეატრები, კინოთეატრები, სამუსიკო დარბაზები და სპორტული დაწესებულებებიც იხსნება, თუმცა მაქსიმუმ 50%-იანი დატვირთვით.

კატალონია პირველი რეგიონია ესპანეთში, რომელმაც კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ბარები და რესტორნები სრულად დახურა.
აღსანიშნავია, რომ ღამის ე.წ. “კომენდანტის საათი” და მკაცრი შეზღუდვები ქვეყნის დანარჩენ ნაწილში შენარჩუნდება.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 1.55 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 42 000-ს აჭარბებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი