კულტურამოზაიკამსოფლიო

აღმოაჩინე ელფების უკვდავების საიდუმლო ჯონ ტოლკინის უცნობ ნამუშევრებში :)

2021 წლის ივნისში გამომცემლობა HarperCollins-ი ინგლისელი მწერლის, ჯონ ტოლკინის აქამდე უცნობი ნამუშევრების კრებულს გამოუშვებს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კრებული სახელწოდებით „შუახმელეთის ბუნება“ „ჰობიტისა“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ მოქმედების ადგილისადმი იქნება მიძღვნილი. წიგნი გამოგონილი კონტინენტის გეოგრაფიაზე, ისტორიასა და მოსახლეობის შესახებ მოგვითხრობს. სხვა ახალ ინფორმაციასთან ერთად, მკითხველი ელფების უკვდავების საიდუმლოს აღმოაჩენენ.

გამომცემლობის წარმომადგენლების თქმით, შუახმელეთი მწერლისთვის დიდი სამყაროს მხოლოდ ერთი ნაწილი იყო.
ტოლკინის პირველი მოთხრობა ამ კონტინენტის შესახებ – „ჰობიტი“ 1937 წელს გამოქვეყნდა, „ბეჭდების მბრძანებელი“ კი 1954-55 წლებში. თუმცა, ავტორი შუახმელეთის შესახებ გარდაცვალებამდე წერდა.

ჯონ ტოლკინი 1892 წელს ნარინჯისფერ რესპუბლიკაში, ბლუმფონტეინში დაიბადა. ახლა ეს სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაა. იგი მუშაობდა პემბორკის კოლეჯსა და ოქსფორდის უნივერსიტეტში. ასწავლიდა ანგლო-საქსურს. მსახურობდა პროფესორის თანამდებობაზე. იყო ინგლისური ენისა და ლიტერატურის მკვლევარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button