შაქარაშვილის საქმეზე ადვოკატები პროცესის გადადებას ითხოვენ
დღეს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის, მკვლელობაში ბრალდებულებთა სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაგრძელდება. თუმცა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართეს. მიზეზად , ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის კორონავირუსით დაინფიცირება სახელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა იგეგმება.
არ არის გამორიცხული, პროცესი დისტანციურად ჩატარდეს.
ცნობისთვის, 13 ნოემბერს სასამართლომ 6 არასრულწლოვანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ექვსივე პირი დამნაშავედ ცნო, როგორც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ასევე ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ნაწილში.
შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული.