მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ოპოზიცია მესამე რაუნდის მოლოდინშია

ოპოზიციური პარტიის ლიდერები კონსულტაციებისთვის „ლელოს „ ოფისში იკრიბებიან . მათი თქმით, პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად, კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადადგას.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, პროტესტის გამოხატვის ერთადერთი საშუალება ,ახლი პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებაა.

“რაც შეეხება პასუხისმგებლობას, დიახ, ის ყველამ უნდა აიღოს თავის თავზე და მათ შორის ის უპირველეს ყოვლისა ეკისრება ხელისუფლებას, რომელსაც ჯერჯერობით არცერთი კომპრომისული ნაბიჯი არ გადაუდგამს”, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, პარტნიორებს ჩართულობისთვის მადლობას ეუბნებიან, მაგრამ ოპოზიციის მყარი პოზიციაა, რომ ასეთ ვითარებაში პარლამენტში არ შევლენ და ბოიკოტი გაგრძელდება.

“მოლაპარაკებების რაუნდს, სავარაუდოდ, ამ კვირაში ველოდებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის შედგება. ზუსტად ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, ვითვალისწინებთ პარტნორების მოწოდებებს, ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მაგრამ ეს მოწოდებები არ არის ცალმხრივი, ცალმხრივად საკუთარ თავს ვერ მოველაპარაკებით, საჭიროა მეორე მხრიდანაც გადმოიდგას ნაბიჯი”, – თქვა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.

მოვისმინოთ ოპოზიციის ლიდერების: ზაალ უდუმაშვილის,გიგი უგულავას,სერგო ჩიხლაძის, საბა ბუაძის კომენტარები

მსგავსი პოსტები

Back to top button