მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ბავშვებს მხოლოდ თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი მიიღებს

კახეთის რეგიონში, სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვებს, მხოლოდ თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი მიიღებს.
ინფორმაცია რადიო ჰერეთს, ცენტრის ხელმძღვანელმა, თამილა თეიმურაზიშვილმა დაუდასტურა.

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კახეთის რეგიონში, სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვები მხოლოდ ჩვენთან მოთავსდებიან. კლინიკები მასობრივადაა დაკავებული კოვიდინფიცირებული მოქალაქეების მიღებით. ბავშვების სამკურნალოდ, ბუნებრივია გვყავს საკმარისი პერსონალი და ექიმებიც.

რაც შეეხება კოვიდს, აქ ნიმუშის აღება შეგვიძლია და გვაქვს შვიდი ადგილი, რომ სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანამდე სიმპტომის მქონე პაციენტი მოთავსდეს”  – განაცხადა თეიმურაზიშვილმა, რადიო ჰერეთთან.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, სამი კლინიკაა გამოყოფილი.

ბოლო 24 საათში, რეგიონში გამოვლენილი 85 დადასტურებული შემთხვევებიდან, არასრულწლოვანი და მცირეწლოვანი არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button