Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ზუგდიდის საჯარო სკოლაში მუშა დაშავდა

67

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის მეორე საჯარო სკოლაში მუშა დაზიანდა.

როგორც ირკვევა, სკოლაში სარემონტო სამუშაოების დროს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც აქ იყო დასაქმებული, სამშენებლო მასალა დაეცა.

მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. იგი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში და ამ ეტაპზე უტარდება კვლევები.

“შემოყვანილია მამაკაცი, თავის არეში აქვს დაზიანება, უტარდება კვლევები და ვერ გეუბნებით ზუსტ პასუხს”- ამბობს საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია.

ჯიხაშკარის მე-2 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

ფონდში რადიო თბილისთან აცხდებენ,რომ მუშას მუშაობის დროს დამცავი ქუდი ეხურა.

“მკაცრად იცავენ უსაფრთხოების წესებს, გადაყვანილია რეფერალურ საავადმყოფოში, უტარდება კვლევები და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”- აცხადებენ მუნიციპალურ ფონდში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი