ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მცირე ბიზნესი კახეთში დაუმორჩილებლობას აანონსებს

თელავში, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ერთმანეთს, მოსალოდნელი შეზღუდვების დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებენ.

”  თუ შეზღუდვები დაწესდა, მე არ დავემორჩილები”-  განაცხადა თელავში, ერთ- ერთი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელმა .
ერთი წელია, მაია რაზმაძე ოჯახს მეორადი ტანსაცმლის გაყიდვით არჩენს.
კირონა ვირუსის პანდემიის პიველი ტალღის დროს გამოცხადებული სრული ლოქდაუნის დროს, მისი ახლად დაწყებული მცირე ბიზნესი, სრულად გაკოტრდა.

“პირველმა შეზღუდვებმა, ფაქტობრივად ნოლზე დამტოვა. ხელახალი გახსნისას, ბანკიდან კრედიტის დამატება მომიწია. ამ პატარა ფართის ქირასთან ერთად, ჩემი ყოველთვიური ხარჯი ათას ლარს აღწევს. დღეში, შესაძლოა, 20 ლარის ტანსაცმელი ვერ გავყიდო. შეზღუდვებზე რომ საუბრობენ, დიდი ბიზნესი, ამას გაუძლებს. ჩემნაირები შიმშილით დაიხოცებიან. ერთი საათით შეზღუდვასაც ვერ გავუძლებთ. მეშინია ვირუსის, მაგრამ ჩემი ვალებისა და გაჭირვების ტყვე ვარ. ამიტომ ძალით თუ არ გამიყვანენ, მე შეზღუდვებს არ დავემორჩილები და ყველა ასე უნდა მოვიქცეთ”- თქვა რაზმაძემ რადიო ჰერეთთან.

რაზმაძის მოსაზრებას, თელავში მცირე ბიზნესის სხვა წარმომადგენლებიც იზიარებენ.
ია სანადირაძე რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ თუნდაც საათობრივი შეზღუდვების დაწესება, მათი ოჯახების შიმშილს ნიშნავს.

“სახელმწიფო თუ გქვია, მე რომ ყოველდღიური სარჩოს შოვნას მიკრძალავ, სოციალური დაცვის რა გარანტიებს მთავაზობ?.ერთი დღეც რომ არ გამოვიდე, წარმოდგენა არ მაქვს, რით ვიარსებებ. არც პენსიონერი ვარ, არც სოციალური დახმარება მაქვს, რომ პურის ყიდვა მაინც შევძლო. დიდ ბიზნესს რომ ეკითხებიან, ჩვენი აზრი რატომ არ აინტერესებთ? სწორია, არ უნდა დავემორჩილოთ. ნება იბოძონ და გონივრული გამოსავალი მონახონ”- განაცხადა სანადირაძემ.

უკვე რამდენიმე დღეა, პრემიერ- მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭო, ქვეყანაში   მოსალოდნელ ახალ შეზღუდვებს, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს.

წინასწარი ინფორმაციით, მთავრობა სავაჭრო მოლებისთვის საათობრივ ან გარკვეულ დღეებში შეზღუდვების შემოღებას განიხილავს.
კონსულტაციები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან, ჯერჯერობით, არ გამართულა.

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button