Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ჯიხაშკარის საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

101

შსს-ს ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ამის შესახებ უწყებაში რადიო თბილისს განუცხადეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარის მეორე საჯარო სკოლაში მუშა დაშავდა.

სკოლაში სარემონტო სამუშაოების დროს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც აქ იყო დასაქმებული, სამშენებლო მასალა დაეცა. მამაკაცს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ის გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შფასებით, სტაბილურად მძიმედ რჩება.

ჯიხაშკარის მე-2 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ფონდში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების წესებს მკაცრად იცავენ, მამაკაცს მუშაობის დროს დამცავი ჩაფხუტი(კასკა) ეხურა, რომელმაც იგი დაზიანებისგან დაიცვა.

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუშა შენობის პირველ სართულზე იმყოფებოდა, როდესაც მესამე სართულიდან გადმოყრილი ნაშალი მასალა მას თავში მოხვდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი