Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მაჩალიკაშვილის საქმეს სტრასბურგში დაჩქარებული წესით განიხილავენ

გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს 22 წლის გახდებოდა.

77

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ მთავრობის პოზიციაც და განმცხადებლების პასუხიც სტრასბურგში უკვე გაგზავნილია. საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს.

“ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ხელისუფლებამ გადაუგზავნა ტყუილებით და სიბინძურით შექმნილი რაღაც საქმე”- ამის შესახებ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, 21 ნოემბერს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან, ევროპულ სასამართლოში, მთავრობის პოზიციებს უპასუხეს.

“ამ ხნის განმავლობაში, ორჯერ მოსთხოვეს მთავრობას სტრასბურგიდან, საქმის გადაცემა. ამათ გაუგზავნეს ტყუილებით და სიბინძურით შექმნილი საქმე. ჩემმა იურისტებმა, 21 ნოემბერს ყველაფერი გადაგზავნეს. ამათ უდანაშაულოდ და უსაფუძვლოდ გამოაცხადეს თემირლანი ეჭვმიტანილად. მერე ნახეს, რომ არ ჰქონდათ მტკიცებულებები და საქმე შეწყვიტეს. იმედი მაქვს, ევროპული სასამართლო მალე გამოიტანს დასკვნებს”- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის გახმაურებული საქმე, ევროპულ სასამართლოში, 2019 წლის 6 ივნისს გაიგზავნა.
სასამართლომ საქმის დჩქარებული წესით განხილვა დაიწყო.

ევროპულ განაცხადში, მაჩალიკაშვილების ოჯახი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე- 2 მუხლის(სიცოცხლის უფლება) , მესამე მუხლის(წამების არადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, ან დასჯის აკრძალვა) და მეცამეტე მუხლის( უფლება ეფექტიანი სამართლევრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევებზე დაობენ.

მაჩალიკაშვილების ოჯახი, მესამე წელია, 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმეზე, სიმართლის დადგენას ცდილობს.

თემირლან მაჩალიკაშვილი, 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაჭრეს. 10 იანვარს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პროკურატურამ ძალადობით, სამსახურებრივი უფლევამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე დაიწყო, 2020 წლის 28 იანვარს შეწყდა.

გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს 22 წლის გახდებოდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი