Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბიონსე “გრემის” 9 ნომინაციაშია წარდგენილი

"გრემის" 63-ე დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია

83

“გრემის” 63-ე დაჯილდოების ნომინანტები ცნობილია. მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მოსაპოვებლად ნომინანტები 83 კატეგორიაში დაასახელეს.

წელს ყველაზე მეტ – 9 ნომინაციაში ბიონსეა წარდგენილი.
6-6 ნომინაცია აქვს დუა ლიპასა და ტეილორ სვიფტს.

წელს ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდოსთვის პირველად წარადგინეს ბრიტანელი შემსრულებელი, ჰარი სტაილსი და კორეული ჯგუფი “ბი-ტი-ესი”.

“გრემის” არცერთ ნომინაციაში არ დასახელდა 2020 წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომის ავტორი “ვიქენდი”, რასაც სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა. კანადელმა მომღერალმა ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემია ნომინაციების გამოცხადების შემდეგ კორუფციაში დაადანაშაულა.

“გრემის” რიგით 63-ე მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია 31 იანვარს გაიმართება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი