Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას სოციალურ ქსელებში ქართველი და უცხოელი ფეხბურთელები და ფეხბურთის სპეციალისტები ეხმაურებიან

96

კრიშტიანუ რონალდუ ტვიტერში პოსტს აქვეყნებს: „დღეს მე ვეთხოვები მეგობარს, მთელი სამყარო კი,- გენიოსს. ჯადოქარი, რომელსაც ვერავინ შეედრებოდა. ის ძალიან ადრე მიდის, მაგრამ ტოვებს უდიდეს მემკვიდრეობას და სიცარიელეს, რომელიც არასოდეს შეივსება.
იძინე მშვიდად, უდიადესო. შენ არასოდეს დაგივიწყებენ“.

ასევე, „ტვიტერის“ მეშვეობით გამოეხმაურა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის გარდაცვალებას ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გარი ლინეკერი.
„ის დიდი უპირატესობით საუკეთესო მოთამაშე იყო ჩემს თაობაში და შესაძლოა ყველა დროის ყველაზე დიდი ფეხბურთელი. ბედნიერი, მაგრამ მშფოთვარე ცხოვრების შემდეგ, იმედია ის, ბოლოს დაბოლოს იპოვნის სიმშვიდეს ღმერთის ხელებში,“- დაწერა ლინეკერმა.

„ერთი წლის წინ არგენტინაში ვნახე ბანერი – წერს „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი,ხოსეპ გვარდიოლა- მნიშვნელობა არა აქვს რა გაუკეთე საკუთარ თავს დიეგო, მნიშვნელოვანია,რა გააკეთე ჩვენი ცხოვრებისთვის“. ვფიქრობ ეს ფრაზა ზუსტად ასახავს იმას, რაც მან მოგვცა. სიხარული, სოიამოვნება და მსოფლიო ფეხბურთისადმი ერთგულება. მარადონამ ფეხბურთი უკეთესი გახადა“, – განუცხადა გვარდიოლამ ჟურნალისტებს.

ყოფილი ქართველი ფეხბურთელი და მარადონას თანამედროვე თენგიზ სულაქველიძე იხსენებს, თუ როგორ დაავალა საბჭოთა კავშირის მთავარმა მწვრთნელმა მარდონას წინააღმდეგ პერსონალური თამაში. სულაქველიძე ყვება, რომ დიდი დიეგოს წინააღმდეგ 2-ჯერ მოუწია შეხვედრა და ამბობს,რომ მისი ჩაკეტვა შეუძლებელი იყო.

ლეგენდარული მარადონა რამდენიმე წლის წინ საკუთარ თავთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ფებურთი მისთვის თავისუფლება იყო და მის საფლავის ქვაზე ეპიტაფიად დაეწერათ: „მადლობა ბურთს“

იტალიის „ნაპოლის“ საშინაო სტადიონისთვის, სადაც ის წლების განმავლობაში თამაშობდა, -მარადონას სახელის მინიჭების მიზნით, ქალაქის საბჭოში კონსულტაციები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მე-10 ნომერი,რომლითაც მარადონა „ნაპოლიში“თამაშობდა, კლუბმა 2000 წლიდან სამუდამოდ ამოიღო ხმარებიდან.

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში, საკუთარ ვილაში გულის შეტევით გარდაიცვალა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი