მოზაიკამსოფლიო

ჩინეთი მთვარეზე უპილოტო ხომალდს გაუშვებს

ჩინეთი მთვარეზე უპილოტო ხომალდს გაუშვებს, რომლის მიზანიც დედამიწაზე მთვარის წიაღის ნიმუშების ჩამოტანა იქნება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი მისია 1970-იანი წლებიდან არავის შეუსრულებია.

თუ მისია წარმატებით დასრულდება, ჩინეთი მესამე სახელმწიფო გახდება, რომელსაც დედამიწის თანამგზავრიდან ჩამოტანილი ქვები ექნება.
ჩინელი მეცნიერები 2 კილოგრამის წონის ნიმუშების შეგროვებას გეგმავენ. მათ იმედი აქვთ, რომ ქვების შესწავლით დაადგენენ რამდენ ხანს გრძელდებოდა მთვარეზე ვულკანური აქტივობა და როდის გაქრა თანამგზავრის მაგნიტური ველი, რომელიც მას მზის რადიაციისგან იცავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button